+1
-1
მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანი და სომხეთი სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მთიან ყარაბაღში დაბომბვას 12 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე არასრულწლოვანი კი დაიჭრა.
სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაჯანის არმიამ საცხოვრებელ კვარტალზე იერიში “გრადის” ტიპის სარაკეტო კომპლექსით მიიტანა. ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საჯაროსო ნაწილების შეტაკება გრძელდება. არის მსხვერპლი სამხედროებს შორისაც.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით კი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით სომხური მხარე საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს სომხურმა მხარემ აზერბაჯანის არმიის პოზიციებზე ნაღმმტყორცნებით მიიტანა იერიში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კი, გვიან ღამით ცეცხლის შეწყვეტის ხაზის ყველა მიმართულებაზე შეტევა ერთდროულად აზერბაიჯანის არმიამ დაიწყო.
სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ არტილერიასა და ავიაციას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ერთი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო.
Tümünü Göster